ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩრდილოეთ კორეამ ბოლო წლებში პირველად უმასპინძლა საერთაშორისო ტურისტებს

ჩრდილოეთ კორეამ ბოლო წლებში პირველად უმასპინძლა საერთაშორისო ტურისტებს

გასულ კვირას, ჩრდილოეთ კორეას უცხოელი ტურისტების მცირე ჯგუფი ეწვია. ისინი პირველი საერთაშორისო მოგზაურები არიან, რომლებიც ქვეყანაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შეუშვეს. ამ მონაცემებში არ ითვლება რუსი ტურისტების ჯგუფი, რომლებიც ჩრდილოეთ კორეაში გასულ წელს იმყოფებოდნენ.
ექსპერტების თქმით, ტურისტებისთვის ქვეყნის კარის გაღება მიუთითებს იმაზე, რომ ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა ემზადებოდეს საერთაშორისო ტურიზმის სრული განახლებისთვის, რათა ქვეყანაში ფხენიანისთვის ძალზე საჭირო უცხოური ვალუტა შევიდეს და ეკონომიკის წახალისება მეტად მოხდეს.
პეკინში დაფუძნებულმა ტურისტულმა კომპანიამ Koryo Tours-მა განაცხადა, რომ ხუთდღიანი მოგზაურობა 20 თებერვლიდან 24 თებერვლამდე განხორციელდა. ტურში 13 საერთაშორისო ტურისტი მონაწილეობდა, ისინი ჩრდილოეთ კორეის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სასაზღვრო ქალაქ რასონში ჩავიდნენ, სადაც ქვეყნის სპეციალური ეკონომიკური ზონა მდებარეობს.
Koryo Tours-ის გენერალურმა მენეჯერმა საიმონ კოკერელმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურები დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, საბერძნეთიდან, ახალი ზელანდიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ავსტრალიიდან და იტალიიდან სახმელეთო გზით ჩინეთიდან გადავიდნენ. მისი თქმით, რასონში მათ მოინახულეს ქარხნები, მაღაზიები, სკოლები და კიმ ირ სენის - კიმ ჩენ ინის გარდაცვლილი ბაბუისა და თავად კიმ ჩენ ინის, ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერის ქანდაკებები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.amerikiskhma.com ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.