ჩრდილოეთ კორეამ ახალი ჰიპერბგერითი რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელსაც ჰიპერბგერითი ქობინი აქვს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში ირწმუნებიან, რომ ახალი რაკეტა „შეაკავებს ნებისმიერ მეტოქეს წყნარი ოკეანის რეგიონში“.
მათივე მტკიცებით, რაკეტამ ბგერის გავრცელების სიჩქარეზე 12-ჯერ მეტი სიჩქარე განავითარა და დაახლოებით 1500 კმ მანძილი დაფარა.
BBC-ი წერს, რომ ეს ბოლო ორ თვეში ფხენიანის მიერ რაკეტის პირველი გაშვებაა და იმ პერიოდში მოხდა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სეულში სამხრეთ კორეის ლიდერებთან შესახვედრად იმყოფებოდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.