არქივი6 დეკემბერი, 2024, 00:21
ჩრდილოეთ კალიფორნიის სანაპიროსთან 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ჩრდილოეთ კალიფორნიის სანაპიროსთან 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 10:44 საათზე ფერნდეილიდან, კალიფორნიის შტატი, 60 მილის დაშორებით მოხდა.
ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება ჩრდილოეთ კალიფორნიისა და ორეგონის შტატის სანაპირო ზოლის ნაწილებისთვის გამოცხადდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.