ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩრდილოეთ ისრაელში, „ჰეზბოლას“ მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა

ჩრდილოეთ ისრაელში, „ჰეზბოლას“ მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
დასავლეთ გალილეაში მდებარე არაბულ ქალაქ მაზრააში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე სამხედრო ობიექტები იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.