ჩოხატაურის საკრებულოში ენმ-ს სამმა დეპუტატმა პარტია დატოვა

ჩოხატაურის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ სამმა დეპუტატმა პარტია დატოვა. მათი განცხადება ფეისბუკზე გამოაქვეყნა გვერდმა „ძალა ერთობაშია“-, რომელსაც ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარის, ს გუნდი მართავს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პარტიის „ახალ მენეჯმენტში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო და დაანახა პარტიის წევრების სრულ უმრავლესობას და მათ შორის საზოგადოებას, რომ პარტიაში პოლიტიკური პროცესები არასწორად ვითარდება. ახალი მენეჯმენტისთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა განსხვავებული, კრიტიკული აზრი პარტიის წევრებისა, უფრო მეტიც პარტიამ უგულებელყო ხალხის, ერთგული ამომრჩევლის ინტერესები“.
დეპუტატები ამბობენ, რომ ვერ ხედავენ თავს პარტიაში არაფორმალური მმართველობით „კვიპროსის კლუბიდან“.
„ამ და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით ჩვენ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი ვტოვებთ პარტიას და ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ რასაკვირველია, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მორალურად მართალ და ღირსეულ ადამიანებთან ერთად – ნიკა მელიას გუნდში“, – ამბობენ ისინი.
განცხადებას ხელს აწერენ ბაჩო ახალაძე, ხათუნა ბერიშვილი და მარინე თავაძე.
ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატები არ არიან პირველები, ვინც ნაცმოძრაობა დატოვეს. იგივე გააკეთა სხვა არაერთი რეგიონის საკრებულოების დეპუტაციამაც „ნაცმოძრაობიდან“, შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფაზე გირჩევთ:
· კონფლიქტი „ნაციონალურ მოძრაობაში“ | მარტივად ახსნილი

ასევე დაგაინტერესებთ