ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩოხატაურისა და ოზურგეთის ტერიტორიაზე „გურიის ეროვნული პარკი“ შეიქმნება

მთავრობის სხდომაზე „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე იმსჯელეს, რომლის თანახმადაც გურიის რეგიონში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია − გურიის ეროვნული პარკი − შეიქმნება, რომელიც 15 310 ჰა ფართობს მოიცავს.
უნიკალური ბუნებრივი ძეგლების დაცვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ამავდროულად ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის სახელმწიფო დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.