არქივი9 აპრილი, 2025, 19:08
ჩინური იუანი ბოლო 17 წლის მინიმუმამდე გაუფასურდა - Reuters

ჩინური იუანი ბოლო 17 წლის მინიმუმამდე გაუფასურდა - Reuters
ჩინური იუანი ბოლო 17 წლის მინიმუმამდე გაუფასურდა, ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 დოლარი 7,3498 იუანი გახდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2007 წლის დეკემბრის შემდეგ.
იუანის კურსის დაცემა მას შემდეგ დაიწყო, რაც სავაჭრო ომი მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის გამწვავდება და აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინურ საქონელზე 104%-იანი ტარიფები დააწესა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.