ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჩინური ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის და საქართველოსთვის“ – Georgian Travel Club

„ჩინური ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის და საქართველოსთვის“ – Georgian Travel Club

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში, შანხაიში, ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მონაწილეობს. გამოფენაზე 30-მდე სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა წარდგენილი. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურისტული კომპანია Georgian Travel Club-ის წარმომადგენელი ნინო ცხონდია.
„ჩინური ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის და საქართველოსთვის, რადგან ჩინელი ტურისტები გამოირჩევიან გრძელვადიანი სტუმრობით. მომავალში ძალიან დიდი ჯგუფების ჩამოსვლა იგეგმება ჩინეთიდან საქართველოში. ჩინელი ტურისტები ბევრ ტურისტულ სერვისს იყენებენ და შემოსავალი მოაქვთ რესტორნებისა და სასტუმროებისთვის. შარშანდელი გამოფენიდან დაიწყო ინტერესი და უკვე გვყავს ჩინური ჯგუფები, ყველას ძალიან მოსწონს საქართველო“ - აცხადებს ნინო ცხონდია.
ITB CHINA 2025 ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობს და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრება.
ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.