ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთ-ყირგიზეთის საზღვარზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, არიან დაშავებულები

ჩინეთ-ყირგიზეთის საზღვარზე 7.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ჩინეთის მიწისძვრის ქსელების ცენტრმა განაცხადა, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი სინძიანის რეგიონში, უშუს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა და სტიქიის ზონაში დაახლოებით 200 მაშველი გაგზავნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ექვსი ადამიანი დაშავდა და 120-ზე მეტი სახლი დაზიანდა. დაშავებული ექვსი ადამიანიდან ორს მძიმე დაზიანებები აღენიშნება. მიწისძვრამ ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა, თუმცა მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება მალევა აღუდგა. ჩინეთის მიწისძვრის ქსელების ცენტრის ცნობით, მიწისძვრის შემდეგ 40-მდე ბიძგი დაფიქსირდა.
ბიძგები მეზობელ ქვეყნებში - ყირგიზეთსა და ყაზახეთშიც იგრძნობოდა. ყაზახეთის ქალაქ ალმათიში, მოქალაქეებმა სახლები დატოვეს და ქუჩებში გამოვიდნენ. არსებული ინფორმაციით, ყირგიზეთსა და ყაზახეთში არავინ დაშავებულა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.