ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთში, მსოფლიოში უსწრაფესი ინტერნეტი ამოქმედდა, რომლის სიჩქარეც წამში 1,2 ტერაბიტია

ჩინეთში მსოფლიოში უსწრაფესი ინტერნეტი ამოქმედდა, რომლის მონაცემთა გადაცემის სიჩქარეც წამში რეკორდულ 1,2 ტერაბაიტს შეადგენს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პროექტზე Huawei Technologies Co. და China Mobile Ltd. მუშაობდნენ. კომპანიებმა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით პეკინი, უხანი და გუანჟოუ დააკავშირეს. მისი სიგრძე 3 ათას კილომეტრს აჭარბებს. კაბელი ქსელს ივლისში მიუერთეს, ექსპლუატაციაში კი ტესტირების შემდეგ შეიყვანეს.
ამასთან, კაბელის მუშაობისთვის საჭირო პროგრამული და ტექნიკური აღჭურვილობა ჩინეთში არის წარმოებული. პროექტის ავტორები განმარტავენ, რომ 1,2 ტერაბაიტი წამში HD ხარისხში 150 ფილმის გადმოწერის საშუალებას იძლევა.

არქივის შესახებპირველწყარო: primetime.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.