ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთში მიწისძვრას, სულ მცირე, 111 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში მიწისწვრას, სულ მცირე, 111 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.
ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, განსუს და ჩინხაის პროვინციებში მიწისძვრამ დააზიანა სახლები, გზები, ელექტროენერგიისა და კომუნიკაციის წყაროები.
შემთხვევა ღამის საათებში მოხდა, მიწისძვრის ეპიცენტრი კი პეკინიდან 1300 კილომეტრის სიშორეზე დაფიქსირდა. აშშ-ს გეოლოგიური კვლევის მიხედვით, სიმძლავრე 5.9 ბალი იყო, ხოლო ჩინურმა მედიამ ის 6.2 ბალიანად შეაფასა.
ადგილზე მალევე მობილიზდა 2000-ზე მეტი მაშველი და დაიწყო სამაშველო-სამძებრო სამუშაოები.
მომხდარს გამოეხმაურა ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი.
"ძებნისა და გადარჩენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, დაშავებულებს დროულად აღმოუჩნდეთ დახმარება და მაქსიმალურად მცირე დანაკარგი იყოს". – წერია ჩინეთის სი ძინპინის განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.