ჩინეთში, ერთ-ერთ ცათამბჯენში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ნანკინში ერთ-ერთ ცათამბჯენში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, 40-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაცია ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
ხელისუფლების ცნობით, ცეცხლი თავდაპირველად შენობის პირველ სართულზე გაჩნდა, სადაც ელექტრო ველოსიპედები ინახებოდა, თუმცა, ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
სახანძრო-სამაშველო სამსახური ადგილზე 04:40 საათზე მივიდა, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია 9 საათზე მეტი ხანს გაგრძელდა. ოპერაციაში 25 სახანძრო მანქანა და 130 მეხანძრე მონაწილეობდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 44 დაშავებულიდან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ერთი კი სერიოზულად არის დაშავებული.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.