ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთმა მსხვილ პორტებში სანქცირებული რუსული ტანკერების მიღება შეაჩერა - Reuters

ჩინეთმა მსხვილ პორტებში სანქცირებული რუსული ტანკერების მიღება შეაჩერა - Reuters

შანდუნის პროვინციის უმსხვილესმა საპორტო კომპანიამ, Shandong Port Group-მა, აშშ-ს მიერ სანქცირებული რუსული ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების მიღება შეაჩერა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
Shandong Port Group-ის გადაწყვეტილებით, 6 იანვრიდან, სანქცირებულ ტანკერებს შანდუნის პორტებში გაჩერება, ტვირთის დაცლა და სხვა საპორტო მომსახურებების მიღება ეკრძალებათ.
Reuters-ის ინფორმაციით, ტანკერებს არ უშვებენ ჩინეთის სიდიდით მეხუთე პორტ ქინგდაოში, ასევე შეჩერებულია რუსული გემების მიღება რიჟაოსა და იანტაის პორტებში.
ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი 669 ტანკერისგან შედგება. გემებს სანქციების გვერდის ავლით რუსეთის, ირანისა და ვენესუელის ნავთობი გადააქვთ. სხვადასხვა ინფორმაციით, რუსულ ნავთობს რეგულარულად 250-300 ტანკერი ზიდავს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.