ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთი შეშფოთებულია ტრამპის ბრძანებების გამო პარიზის შეთანხმებისა და WHO-ს დატოვებაზე

ჩინეთი შეშფოთებულია ტრამპის ბრძანებების გამო პარიზის შეთანხმებისა და WHO-ს დატოვებაზე

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, კუო ძიაქუნმა აშშ-ს მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) დატოვებასა და პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებიდან ხელმეორედ გასვლაზე შეშფოთება გამოთქვა და თქვა, რომ ჩინეთი საერთაშორისო თანამშრომლობის ერთგული რჩება.

"ჩინეთი, როგორც ყოველთვის, მხარს დაუჭერს WHO-ს თავისი პასუხისმგებლობების შესრულებაში... და იმუშავებს კაცობრიობისთვის საზიარო ჯანდაცვის საზოგადოების შენებაზე. [..] WHO-ს როლი მხოლოდ უნდა გაძლიერდეს და არა დასუსტდეს". - თქვა ძიაქუნმა.

ძიაქუნის თქმით, ჩინეთი "გააგრძელებს ყველა მხარესთან მუშაობას [...] რათა კლიმატის ცვლილების გამოწვევებს გაუმკლავდეს".

"კლიმატის ცვლილება არის საერთო გამოწვევა, რომელსაც მთლიანი კაცობრიობა აწყდება. [...] ვერც ერთი ქვეყანა ვერ იქნება შეუხებელი და ვერ გადაჭრის პრობლემას თავად". - თქვა ძიაქუნმა.

20 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რიგ აღმასრულებელ ბრძანებებს მოაწერა ხელი, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO) და პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლის შესახებ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.