ჩინეთი, რუსეთი და ირანი სამხრეთ აფრიკის ტერიტორიულ წყლებში საზღვაო წვრთნებს ატარებენ - Reuters

ჩინეთი, რუსეთი და ირანი სამხრეთ აფრიკის ტერიტორიულ წყლებში საზღვაო წვრთნებს ატარებენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საზღვაო წვრთნები BRICS-ის გაფართოებულ ფორმატში BRICS PLUS-ის ფარგლებში დაიწყო და და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
სამხრეთ აფრიკის შეიარაღებული ძალების განცხადებით, წვრთნების მიზანი „საზღვაო ნავიგაციისა და საზღვაო ეკონომიკური საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა“.
„წვრთნები BRICS PLUS-ის ქვეყნების საზღვაო ძალებს ერთობლივი უსაფრთხოების ოპერაციების მიზნით აერთიანებს“, - აცხადებს სამხრეთ აფრიკის არმია.
ჩინეთის სამხედრო წარმომადგენლების ცნობით, წვრთნებში ბრაზილია, ეგვიპტე და ეთიოპია დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობენ.
www.interpressnews.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.