ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთი ნიკარაგუას ფინანსურ დახმარებას გაუწევს

ჩინეთი ნიკარაგუას ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ განცხადებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტსა და ნიკარაგუის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„ორმა მხარემ ერთხმად გადაწყვიტა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აიყვანოს“, - აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„ჩინეთი ნიკარაგუის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის სტაბილურად განვითარებას მტკიცედ უჭერს მხარს და ნიკარაგუის შიდა საქმეებში გარე ძალების ჩარევას ეწინააღმდეგება“, - ნათქვამია განცხადებაში.
დანიელ ორტეგამ სი ძინპინს განუცხადა, რომ ნიკარაგუას ტაივანთან ოფიციალური ურთიერთობები არ ექნება.
ცნობისთვის, პეკინმა და მანაგუამ დიპლომატიური ურთიერთობები 2021 წელს აღადგინეს, მას შემდეგ, რაც ნიკარაგუამ ტაივანთან ურთიერთობები გაწყვიტა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.