არქივი8 იანვარი 2024, 16:38
ჩინეთი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირი დააკავეს
ჩინეთში დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო ავრცელებს.
ჩინეთის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ცნობით, ჯაშუშობაში ბრალდებული პირი, გვარად „ჰუანგი“, დიდ ბრიტანეთთან 2015 წლიდან თანამშრომლობდა.
უშიშროების უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „ჰუანგი“ სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის (MI6) სამსახურისთვის აგროვებდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.