ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთი ანაკლიის პორტში არ უნდა იყოს - ო'ბრაიენი “ოცნების” უკან დაბრუნების წინაპირობებს ასახელებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენი იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებს შორის, რაც "ქართულმა ოცნებამ" უკან დაბრუნებისთვის უნდა გადადგას, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხს ასახელებს.
როგორც მან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა,პორტის განვითარებაში ჩინეთი არ უნდა იყოს ჩართული.
· თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობის გარეშე;
· ნებისმიერი “გამჭვირვალობის” მოთხოვნების შექმნა, რომელიც მათ სურთ ამ “უცხოური აგენტების” კანონით, მაგრამ მისი ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და არა რუსულ კანონთან შესაბამისობა.
· ჩინეთი არ იყოს ჩართული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში.
29 მაისს ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშორისო კონკურსში საბოლოო წინადადება მხოლოდ ერთმა, ჩინურ-სინგაპურულმა ჰოლდინგმა წარადგინა. პროექტის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში 51%-იანი წილი ექნება სახელმწიფოს, 49%-იანი წილი კი საერთაშორისო კონკურსით გამოვლენილ ინვესტორს. ამასთან, პროექტის განვითარებისთვის ინვესტირების მთავარი ვალდებულება სწორედ ინვესტორს ეკისრება.
Bm.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.