ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ჩინეთის პრემიერი მისალოც წერილში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას.
“მინდა, გულითადად მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ყოველივე საუკეთესო გისურვოთ თქვენ და საქართველოს მთავრობას. ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს, ხოლო ორმხრივი თანამშრომლობა „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ ინიციატივის ფარგლებში ნაყოფიერია. მზად ვარ, თქვენთან ერთად
საერთო ძალისხმევის გასაგრძელებლად, რათა უზრუნველვყოთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მყარი წინსვლა და კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები. საქართველოს კეთილდღეობას, ხოლო ქართველ ხალხს ბედნიერებას ვუსურვებ”,- აღნიშნულია ლი ციანის მისალოც წერილში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო.
Previous: ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.