ჩინეთის საგარეო უწყება 10%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე – სავაჭრო ომს ვერავინ მოიგებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩინეთიდან აშშ-ში შეტანილ პროდუქციაზე დამატებით 10%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სავაჭრო ომს ვერავინ მოიგებს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ჩინეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაზე მკაცრი და სრულყოფილი ნარკოპოლიტიკა მსოფლიოში. ფენტანილი, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატების პრობლემაა“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე დამატებით, 10%-იანი ტარიფი დაწესდება მანამ, სანამ მისი მთავრობა ქვეყნიდან სინთეზური ოპიოიდური ფენტანილის კონტრაბანდას არ დაბლოკავს.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)