ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთის საგარეო უწყება - ირანიდან ჩინეთის 800-მდე მოქალაქე ევაკუირებულია

ჩინეთის საგარეო უწყება - ირანიდან ჩინეთის 800-მდე მოქალაქე ევაკუირებულია

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, გუო ჯიაკუნის განცხადებით, ირანიდან უსაფრთხო ზონაში ჩინეთის 800-მდე მოქალაქე გადაიყვანეს, 1000-ზე მეტი ადამიანი კი ევაკუაციის პროცესშია, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ამ დროისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ირანში ჩინეთის საელჩოებისა და საკონსულოების ორგანიზებითა და კოორდინაციით, ასევე მეზობელი ქვეყნების აქტიური მხარდაჭერით, ირანიდან უსაფრთხო ზონაში ჩინეთის 791 მოქალაქე გადაიყვანეს, ხოლო ათასზე მეტი ამჟამად ევაკუაციის პროცესშია“, - განაცხადა პრესსპიკერმა.
მისი თქმით, მეზობელი ქვეყნები, როგორიცაა აზერბაიჯანი და თურქმენეთი, ჩინეთის მოქალაქეებს სასაზღვრო გადასასვლელებზე დახმარებას უწევენ და ჩინეთში დაბრუნებაში ხელს უწყობენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.