ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი - სატარიფო და სავაჭრო ომში გამარჯვებულები არ არიან - ეს სატარიფო ომი აშშ-ის მიერ იყო ინიცირებული და ჩინეთმა აუცილებელი საპასუხო ზომები მიიღო

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი - სატარიფო და სავაჭრო ომში გამარჯვებულები არ არიან - ეს სატარიფო ომი აშშ-ის მიერ იყო ინიცირებული და ჩინეთმა აუცილებელი საპასუხო ზომები მიიღო

სატარიფო და სავაჭრო ომში გამარჯვებულები არ არიან, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა განაცხადა.
„ჩინეთს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მას ბრძოლის არასდროს ეშინია. ჩინეთმა არაერთხელ გამოხატა თავისი მკაცრი პოზიცია ტარიფებთან დაკავშირებით. ეს სატარიფო ომი აშშ-ს მიერ იყო ინიცირებული და ჩინეთმა აუცილებელი საპასუხო ზომები მიიღო“, - განაცხადა ლინ ძიანმა.
მისი თქმით, პეკინის მიერ მიღებული საპასუხო ზომები ჩინეთის ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლიანობის დასაცავად აუცილებელია.
ცნობისთვის, თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საპასუხო ზომების შედეგად, აშშ-ში ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული ჯამური ტარიფები შესაძლოა, 245%-ს შეადგენდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.