ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი - აშშ ცდილობს ჩინეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ხელი შეუშალოს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი - აშშ ცდილობს ჩინეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ხელი შეუშალოს

აშშ ცდილობს ჩინეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ხელი შეუშალოს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა განაცხადა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ჩინეთი ინდოეთთან დაძაბულობის შემცირების გამოყენებით ურთიერთობების სტაბილიზაციას ცდილობს“.
ლინ ძიანის თქმით, ჩინეთი ინდოეთთან ურთიერთობას სტრატეგიულ და ხანგრძლივ პერსპექტივაში განიხილავს.
„სასაზღვრო საკითხები მხოლოდ ჩინეთისა და ინდოეთის განსახილველია. ამ საკითხში ნებისმიერი ქვეყნის ჩარევას ვეწინააღმდეგებით“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.