ჩინეთის პრემიერ-მინისტრი - ჩინეთი მზადაა, რუსეთთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა გააძლიეროს

ჩინეთს რუსეთთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება სურს. შესაბამისი განცხადება ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა, ლი ციანმა ქალაქ ხანგჭოუში რუს კოლეგასთან, მიხაილ მიშუსტინთან შეხვედრაზე გააკეთა.
„ჩინეთი მზადაა რუსეთთან განვითარების სტრატეგიების შესაბამისობა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა გააძლიეროს“, - განაცხადა ლი ციანმა.
ამასთან, ლი ციანმა მიშუსტინთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „ჩინეთი და რუსეთი კარგი მეზობლები და კარგი პარტნიორები არიან“.
ცნობისთვის, რუსეთის პრემიერ-მინისტრი, მიხაილ მიშუსტინი 4 ნოემბერს პეკინში გაემგზავრება, სადაც ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.