ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთის პრეზიდენტმა განსუს პროვინციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სტიქიის გააქტიურების გამო მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა

ჩინეთის პრეზიდენტმა განსუს პროვინციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სტიქიის გააქტიურების გამო მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განსუს პროვინციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სტიქიის გააქტიურების გამო, მოსახლეობის დაუყონლებლივ ევაკუაციის ბრძანება გასცა.
როგორც ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია CCTV იტყობინება, განსუს პროვინციაში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 33 დაკარგულად ითვლება.
„ექსტრემალური ამინდის ხშირი შემთხვევების“ გამო, სი ძინპინმა ყველა რეგიონს უბრძანა გააძლიერონ ძალისხმევა რისკების გამოსავლენად და მათი თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადეს ტელევიზიაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.