ჩინეთის პრეზიდენტი – ჩინეთმა და ევროკავშირმა გლობალურ გამოწვევებს ერთად უნდა უპასუხონ

ჩინეთმა და ევროკავშირმა გლობალურ გამოწვევებს ერთად უნდა უპასუხონ, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, პეკინში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდნენ.
პეკინში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირისა და ჩინეთის მაღალჩინოსნებმა სავაჭრო ურთიერთობები და უკრაინის საკითხი განიხილეს.
„ჩვენ გლობალურ გამოწვევებს ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ და მსოფლიო სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის ერთად ვიმუშაოთ“, – განაცხადა სი ძინპინმა.
„ზოგჯერ ჩვენი ინტერესები ემთხვევა, მაგრამ არსებობს მკაფიო განსხვავებები, რომლებიც უნდა მოვაგვაროთ“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ცნობისთვის, ევროკავშირისა და ჩინეთის მაღალჩინოსნებს შორის ბოლო შეხვედრა 2019 წელს გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!