ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის საკითხებში უკრაინას, რუსეთსა და ბრიუსელს ეწვევა

ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის საკითხებში უკრაინას, რუსეთსა და ბრიუსელს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ლი ჰუის ვიზიტის მიზანს რუსეთ-უკრაინის ომის პოლიტიკური გადაწყვეტის მოძებნა წარმოადგენს.
უკრაინის, რუსეთისა და ბელგიის გარდა, ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი საფრანგეთს, გერმანიასა და პოლონეთსაც ეწვევა.
ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის საკითხებში, ლი ჰუი ოფიციალურ ვიზიტებს 2 მარტს დაიწყებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა