ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთის ელჩი ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენები გახშირებას ელის

ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი მიიჩნევს, რომ თვის ბოლოს, ჩინეთსა და საქართველოს შორის უვიზო შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, 2 ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები გახშირდება. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მას შემდეგ, რაც გასულ წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდა, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ნდობა და პრაქტიკული თანამშრომლობის შედეგები კიდევ უფრო გაიზარდა. ჩემი და ჩემი ქართველი კოლეგების ერთობლივი ძალისხმევით, ჩინეთსა და საქართველოს შორის უვიზო შეთანხმება თვის ბოლოს ოფიციალურად ამოქმედდება. სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები გახშირდება. ჩინური კომპანიების მიერ ბოლო დროს განხორციელებული პროექტები - საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩინეთი მზადაა ქართულ მხარესთან ერთად კიდევ უფრო გაამდიდროს სტრატეგიული პარტნიორობის შინაარსი - ამ ორი უძველესი ცივილიზაციის კეთილდღეობისა და აღორძინებისთვის ახალ ეპოქაში“, - თქვა ელჩმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.