ჩინეთის ელექტრომობილების ბაზარზე ახალი, ხელმისაწვდომი ბრენდი გამოჩნდება, რომლის მიზანიცაა შექმნას „პირველი AI მანქანა ახალგაზრდებისთვის“
ჩინურმა ელექტრომობილების მწარმოებელმა Xpeng-მა განაცხადა, რომ გეგმავს გამოუშვას „იაფი“ ბრენდი, რომლის ელექტრომობილებიც, ბაზარზე არსებულ მოდელებთან შედარებით, ბიუჯეტური იქნება.
Xpeng-ის თავმჯდომარის და აღმასრულებელი დირექტორის თქმით,ბრენდის მოდელები, რომლებიც მომდევნო თვეში გამოვა, ეღირება 100,000-დან 150,000 იუანამდე ($14,000-დან $21,000-მდე).
შედარებისთვის, პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებლები, როგორც წესი, თავიანთ მანქანებს აფასებენ 200,000 ($28,000) -დან 300,000 ($42,000)-მდე იუანის დიაპაზონში.
გავრცელებული ინფორმაციით, წარმოებულ მოდელებს ექნებათ ინტელექტუალური მართვის შესაძლებლობების განსხვავებული დონე. ახალი ბრენდის მიზანია შექმნას „პირველი ხელოვნური ინტელექტის მანქანა ახალგაზრდებისთვის“.
ახალი ბრენდის სახელი ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, ჩინეთის სამგზავრო მანქანების ასოციაციის მონაცემებით, ჩინეთში ბატარეებზე მომუშავე ელექტრო მანქანების გაყიდვები 18,2%-მდე შემცირდა, წლის პირველ ორ თვეში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.