ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთისთვის სამხედრო ინფორმაციის მიყიდვისთვის აშშ-ს არმიის ანალიტიკოსს ბრალი წარუდგინეს

ჩინეთისთვის საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის მიყიდვისთვის აშშ-ს არმიის დაზვერვის ანალიტიკოსს, სერჟანტ კორბეინ შულცს აშშ-ში ბრალი წარუდგინეს. შულცი კენტუკის შტატში 5 მარტს დააკავეს.
სახელმწიფო ბრალდების მიხედვით, კობეინ შულცმა საიდუმლო ინფორმაციის სანაცვლოდ 42 000 აშშ დოლარი მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, შულცმა ჩინეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა 2022 წლის ივნისში დაიწყო. შულცის მიერ გაცემული ზოგიერთი დოკუმენტი შეეხებოდა აშშ-ს ზებგერით აღჭურვილობას და აშშ-ს ცნობებს ჩინეთის სამხედრო მზადყოფნის შესახებ.
” საფრთხეში აგდებდა ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას” – თქვა FBI-ს ეროვნული უსაფრთხოების დანაყოფის წარმომადგენელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.