ჩინეთივით სწორი სტრატეგიული პარტნიორობა რომ დაეწყო დასავლეთს თავიდანვე, ამდენი არალეგალი და მოწყვლადი მიგრაცია არ გვეყოლებოდა

ჩინეთივით სწორი სტრატეგიული პარტნიორობა რომ დაეწყო დასავლეთს თავიდანვე, ამდენი არალეგალი და მოწყვლადი მიგრაცია არ გვეყოლებოდა
„ჩინეთის მხრიდან უვიზო მიმოსვლამ, საქართველოს მოსახლეობას მისცა შანსი თავად იპოვონ მომგებიანი საქმიანობები, რაც ძალიან მალე პოზიტიურად შეცვლის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და იმ პოზიტიურ შედეგებზე აკეთებს აქცენტს, რაც მოჰყვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას.
როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, მაშინ, როდესაც დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს ჩინეთში საქართველოს მოსახლეობის ვიზიტები ბიზნესის, სამოქალაქო თუ სამეცნიერო კავშირებისთვის, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თემა პოლიტიკური ვაჭრობის საგანი გახდა.
„როდესაც მიგრაცია მოძრავია, ანუ მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ, ის იმდენად მტკივნეულად არ აისახება ქვეყანაზე, რამდენადაც მოწყვლადი (არალეგალური) მიგრაცია. უვიზო მიმოსვლით განვითარებულ სახელმწიფოებში საშუალო ფენას საშუალება ეძლევა თავად იპოვოს ეკონომიკური, სავაჭრო თუ სხვა სახის კავშირები. ასეთი მიგრანტები ოჯახებსაც არ წყდებიან და ნაკლებად აისახება დემოგრაფიულ კლებაზეც.
“დღეს, ჩინეთის მხრიდან უვიზო მიმოსვლამ, საქართველოს მოსახლეობას მისცა შანსი თავად იპოვონ მომგებიანი საქმიანობები, რაც ძალიან მალე პოზიტიურად შეცვლის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. უკვე დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს ჩინეთში საქართველოს მოსახლეობის ვიზიტები ბიზნესის, სამოქალაქო თუ სამეცნიერო კავშირებისთვის.
ევროკავშირთან ათეული წლების შემდეგ მოპოვებული ვიზალიბერალიზაცია დღეს პოლიტიკური ვაჭრობის თემაა. ყველაზე მეტი არალეგალი სწორედ 90-იან წლებში და შემდეგ სააკაშვილის პერიოდში, ევროპაში გავიდა. მსგავსი სიტუაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მიგრანტების ამ თაობას წლების შემდეგ უკვე აქვს იქ ცხოვრების უფლება და შეუძლიათ მოძრაობა საკუთარ ქვეყანაში, თუმცა, დანგრეული ოჯახების და უდედოდ გაზრდილი შვილების ტკივილს ვეღარაფერი აანაზღაურებს.
ჩინეთივით სწორი სტრატეგიული პარტნიორობა რომ დაეწყო დასავლეთს თავიდანვე, ამდენი არალეგალი და მოწყვლადი მიგრაცია არ გვეყოლებოდა. ეს მოქალაქეები იმ ქვეყნებისთვისაც მეტი სარგებლის მომტანნი იქნებოდნენ. სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიოს ბევრ დაბალი განვითარების ქვეყნებისთვის აქვს უვიზო მიმოსვლა, საქართველოსთვის კი, ეს რატომღაც პრობლემა აღმოჩნდა.
ვიმედოვნებთ, სხვა ქვეყნებიც გაითვალისწინებენ სტრატეგიული თანამშრომლობის სწორ პრინციპებს და შემოგვთავაზებენ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ჩვენს ინტერესებზე დაფუძნებულ სტრატეგიას,” – წერს ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით