არქივი17 დეკემბერი, 2024, 14:39
“ჩვეულებრივი პასპორტით შევძლებ გადაადგილებას, თუ ვიზის აღება იქნება საჭირო, ეგეც არ არის პრობლემა“- კახა კალაძე

“ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ევროპაში წასასვლელად ვიზის აღებაც, რომ დასჭირდეს, აიღებს.
“დიახ, დიპლომატიური პასპორტი მაქვს. ძალიან მარტივად შევძლებ [ევროპის ქვეყნებში] გამგზავრებას და თქვენ ამაზე არ ინერვიულოთ. ჩვეულებრივად, [შევძლებ გამგზავრებას] – ჩვეულებრივი პასპორტით შევძლებ გადაადგილებას, არანაირი პრობლემა არ არის, თუ ვიზის აღება იქნება საჭირო, ეგეც არ არის პრობლემა.”- ამბობს კალაძე.
არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.