ჩვენ წავაწყდით დიდ წინააღმდეგობას ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის რეალიზაციის დროს – საქართველოს მაშინდელ ხელმძღვანელობაზე ამერიკის სახელმწიფოს მხრიდან ძალიან სერიოზული ზეწოლა ხორციელდებოდა

ჩვენ წავაწყდით დიდ წინააღმდეგობას ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის რეალიზაციის დროს – საქართველოს მაშინდელ ხელმძღვანელობაზე ამერიკის სახელმწიფოს მხრიდან ძალიან სერიოზული ზეწოლა ხორციელდებოდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დიდ წინააღმდეგობას წააწყდა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის რეალიზაციის დროს.
„ჩვენ წავაწყდით დიდ წინააღმდეგობას ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის რეალიზაციის დროს. ახლა შემიძლია ამის მოყოლა. განსაკუთრებით ამის წინააღმდეგი აშშ იყო, მიზეზი კი პროსომხური პოლიტიკა იყო, რადგან მიიჩნეოდა, რომ ეს პროექტი გვერდზე ტოვებდა სომხეთს. სწორედ ამიტომ საქართველოს მაშინდელ ხელმძღვანელობაზე ამერიკის სახელმწიფოს მხრიდან ძალიან სერიოზული ზეწოლა ხორციელდებოდა, რომ მათ არ მოეცათ ამაზე თანხმობა. ჩვენ რამდენიმე წელი ვაწარმოებდით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს და ბოლოს შევძელით შეთანხმება“, – აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც