ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ჩვენ ყველას გვინდა ევროპა, მაგრამ, პირველ რიგში, ევროპა გვინდა ჩვენს ქვეყანაში“ - კახა კალაძე

შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ჩვენ ყველას გვინდა ევროპა, მაგრამ, პირველ რიგში, ევროპა გვინდა ჩვენს ქვეყანაში.

როგორც ის განმარტავს, თუ “ვიღაცას ერთი ბატონის მეორე ბატონით ჩანაცვლება დემოკრატია ჰგონია, ასე არ არის“.

“პირველ რიგში, ევროპა საქართველოში მინდა. ჩვენ ევროპულად უნდა ვიცხოვროთ. ეს დგას სამართლიანობაზე, განსხვავებული აზრის მიღებაზე, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე, საკუთრების უფლების დაცვაზე, ბიზნესის თავისუფლებაზე. ეს არის ძირითადი პრინციპები, რომელსაც მივყვებით და ვიცავთ. როდესაც ვსაუბრობთ, ევროპა და ევროპული მომავალი მინდა, ეს არ ნიშნავს ჩვენს ქვეყანასა და სახელმწიფოებრიობაზე უარს. რატომ ვიბრძოლეთ? - იმისთვის, რომ დამოუკიდებლები ვყოფილიყავით, თავისუფალი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ვიღაცას, თუ ერთი ბატონის მეორე ბატონით ჩანაცვლება დემოკრატია გონია, ასე არ არის“, - აღნიშნა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.