“ჩვენ, ქართველი ხალხი, მთელი ჩვენი ერთიანობით და წინააღმდეგობებით ამ ისტორიული მიღწევის ნამდვილი გმირები ვართ” – პარლამენტის პლენარული სხდომა ევროპის ჰიმნით გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა ევროპის ჰიმნით გაიხსნა. სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გახსნა და მოქალაქეებს კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა.
მისი თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ქვეყნის ეროვნული ძალისხმევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დაბრუნება იქ, სადაც საქართველოს ისტორიული ადგილი იყო.
“დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ჩვენი ეროვნული ძალისხმევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დაბრუნება იქ, სადაც საქართველოს ისტორიული ადგილი იყო. ევროპისადმი ჩვენი კუთვნილების დამტკიცება არ გვჭირდება, ჩვენ ვიყავით ყველაზე ადრეული ევროპული ქრისტიანი ერი და საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული სამყაროს აღმოსავლეთი ბასტიონი, ერთ-ერთი ყველაზე პირველი სრულად ელექტორალური ევროპული დემოკრატია. დაბოლოს, ერი, რომელმაც გასული სამი ათწლეულის განმავლობაში საოცარი გადასვლა მოახერხა საბჭოთა ოკუპაციიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სრულად დამსახურებულ სტატუსამდე. ჩვენ, ქართველი ხალხი, მთელი ჩვენი ერთიანობით და წინააღმდეგობებით ამ ისტორიული მიღწევის ნამდვილი გმირები ვართ.
მადლობა ყველას, ვინც ამ მიღწევაში თავისი წვლილი შეიტანა, ვინც დაუღალავად შრომობდა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად, ქვეყნის ევროპულ ოჯახში შესაყვანად. გილოცავთ ამ დღეს, გთხოვთ, ფეხზე წამოვუდგეთ ევროპის ჰიმნს,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება