“ჩვენ უნდა განვახორციელოთ ტოტალური შეტევა ოლიგარქატზე… აქ საკითხი ზუსტად ასე დგას: ან ოლიგარქი, ან საქართველო და გამარჯვება!” | მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ენმ-ის წევრებს

“ჩვენ უნდა განვახორციელოთ ტოტალური შეტევა ოლიგარქატზე… აქ საკითხი ზუსტად ასე დგას: ან ოლიგარქი, ან საქართველო და გამარჯვება!” | ს მიმართვა ენმ-ის წევრებს
“ჩვენ უნდა განვახორციელოთ ტოტალური შეტევა ოლიგარქატზე… აქ საკითხი ზუსტად ასე დგას: ან ოლიგარქი, ან საქართველო და გამარჯვება!”, – ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს. მისი გზავნილი “ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წაიკითხეს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენის, ვარდების რევოლუციის 20 წლის იუბილეს. მ მყარად დააბრუნა საქართველო მსოფლიო რუკაზე. ჩვენ, ვარდების რევოლუციით, კორუფციას, კრიმინალს, უიმედობასა და რუსეთს ვუთხარით არა. დსთ-ს სივრცეში პირველად, ამ პატარა საქართველომ გაბედა და სწორედ ამიტომ გვიწოდა თბილისში ჩამოსულმა ამერიკის პრეზიდენტმა მთელი მსოფლიოს დემოკრატიის შუქურა. ახლაც ზუსტად ასევე ვეტყვით ოლიგარქს, რუსეთს, უიმედობასა და უპერსპექტივობას არას! დაიმახსოვრეთ, განსხვავება ივანიშვილისა და შევარდნაძე-აბაშიძის რეჟიმებს შორის არის მხოლოდ სპეცრაზმის ეკიპირებაში. მაგრამ ჩვენც მეტი ჯავშანი გვაქვს – ჩვენი ჯავშანი არის მეტი გამოცდილება, ბევრად უფრო მაგარი ახალი თაობა და ცივილიზებული, დემოკრატიული სამყაროს ტოტალური მხარდაჭერა. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ტოტალური შეტევა ოლიგარქატზე და გვახსოვდეს, რომ ჩვენს ტოტალურ შეტევას ექნება ტოტალური საერთაშორისო მხარდაჭერა. აქ საკითხი ზუსტად ასე დგას – ან ოლიგარქი, ან საქართველო და გამარჯვება! ჩვენ ვირჩევთ გამარჯვებას, ანუ ჩვენ ვირჩევთ საქართველოს!, – წერს მიხეილ სააკაშვილი.