ჩვენ უნდა ავირჩიოთ ჩვენთვის მშვიდობის ისეთი ვარიანტი, რომელიც ჩვენ გვაწყობს – ვლადიმერ პუტინი

რუსეთს უკრაინაში მშვიდობის ისეთი ვარიანტი სჭირდება, რომელიც რუსეთის სტაბილურ განვითარებას და სიმშვიდეს უზრუნველყოფდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფონდის „მამულის დამცველების“ ქალ თანამშრომლებთან და ბენეფიციარებთან შეხვედრისას განაცხადა.
პუტინის თქმით, „მათ სხვისი არაფერი სჭირდებათ“.
„ჩვენ უნდა ავირჩიოთ ჩვენთვის მშვიდობის ისეთი ვარიანტი, რომელიც ჩვენ გვაწყობს და რომელიც უზრუნველყოფდა ჩვენი ქვეყნისთვის სიმშვიდის ხანგრძლივ ისტორიულ პერსპექტივას. ჩვენ სხვისი არაფერი გვჭირდება, თუმცა საკუთარს არ დავთმობთ. ჩვენ გვჭირდება ისეთი ვარიანტი, რომელიც უზრუნველყოფდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას მშვიდობისა და უსაფრთხოების პირობებში“, – განაცხადა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებული ძალადობის ამსახველ კადრებზე – ეს აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ ამაზე სათანადო რეაგირება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: ზუსტად იმ ხალხმა დაიწყო წერა “მელიამ აქცია დაშალა” ვისაც მთელი ღამე თბილიად და მშვიდ ეძინა. გეგონება მელიას ეს ხალხი მოკლე ჯაჭვით ყავდა დაბმული და იმ ღამეს აუშვა რომ წასულიყვნენ- სააკაშვილის გამოსწორება არ იქნება