ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩვენ უკვე კარგად ვიცით, რომ ოპოზიციას პრაქტიკულად წაგებული აქვს არჩევნები, ამას თვითონაც აღიარებენ. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ აქედანვე იწყებენ არჩევნების დისკრედიტაციას

ჩვენ უკვე კარგად ვიცით, რომ ოპოზიციას პრაქტიკულად წაგებული აქვს არჩევნები, ამას თვითონაც აღიარებენ. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ აქედანვე იწყებენ არჩევნების დისკრედიტაციას
ჩვენ უკვე კარგად ვიცით, რომ ოპოზიციას პრაქტიკულად წაგებული აქვს არჩევნები და ამას თვითონაც აღიარებენ. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მაგალითად, უკვე აქედანვე იწყებენ დისკრედიტაციას, მცდელობას ყოველ შემთხვევაში, ცესკოსი, არჩევნების შედეგების – ოთხი თვით ადრე ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდება, 27 ოქტომბრისთვის მოვემზადოთ და ასე შემდეგ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას ქმედება ჰგავს ზარმაცი აბიტურიენტის მცდელობას, რომელიც არ მეცადინეობს და წინასწარ აანონსებს, რომ საგამოცდო კომისია მას ჩაჭრის.
„ეს ჰგავს ზარმაცი აბიტურიენტის მცდელობას, რომელიც არ მეცადინეობს და წინასწარ აანონსებს, რომ საგამოცდო კომისია მას ჩაჭრის, იმიტომ, რომ არ იცის არაფერი. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ეს დისკრედიტაციის მცდელობები და ბუნებრივია, რომ ქართული საზოგადოება ამას კარგად ხედავს და ეს ყველაფერი უკეთ გამოჩნდება 26 ოქტომბერს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
Previous: გახარიას 20 ივნისის აქციის დარბევის ბრძანება არ გაუციაო, აცხადებენ მისი პარტიული „ოპრიჩნიკები” – არ გამოვა პასუხისმგებლობისგან გაქცევა და ვერც „ლელოსთან” მისასვლელ ბილეთად გამოდგება, რის აღებასაც ასე ცდილობენ

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.