“ჩვენ უკვე ვემზადებით მომავალი კვირისთვის, რომელიც უდავოდ გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას” | ზელენსკი

“ჩვენ უკვე ვემზადებით მომავალი კვირისთვის, რომელიც უდავოდ გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
“ჩვენ უკვე ვემზადებით მომავალი კვირისთვის, რომელიც უდავოდ გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებით კი ჩვენი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესაძლებლობებს. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ სამხედრო დახმარების ახალ პაკეტებზე და ვემზადებით ჩვენი საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, რაც რჩება ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად. ასევე ვუპასუხებთ ოკუპანტების ტერორს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ ყოველთვის ვპასუხობთ.” – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
We are already preparing for the coming week, which will undoubtedly strengthen our country, especially our military-industrial complex's capabilities.

We are working with our partners on new military aid packages and preparing to further strengthen our air defense, which… pic.twitter.com/xL0NHPFLng— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 3, 2023