ჩვენ, საქართველოში, კარგად გვესმის რა ფასად მოდის ომი, შესაბამისად, ვიცით მშვიდობის ფასიც, სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის შესანარჩუნებლად, ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის გზა ომის ნაცვლად და სტაბილურობა – ქაოსის ნაცვლად

ჩვენ, საქართველოში, კარგად გვესმის რა ფასად მოდის ომი, შესაბამისად, ვიცით მშვიდობის ფასიც, სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის შესანარჩუნებლად, ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის გზა ომის ნაცვლად და სტაბილურობა – ქაოსის ნაცვლად
ჩვენ, საქართველოში, კარგად გვესმის რა ფასად მოდის ომი. შესაბამისად, ვიცით მშვიდობის ფასიც. სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის შესანარჩუნებლად ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველომ აირჩია მშვიდობა ომის ნაცვლად და სტაბილურობა – ქაოსის ნაცვლად.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში მსოფლიო შეესწრო საშინელ ტრაგედიას უკრაინაში. დასაწყისშივე, ჩვენი ხელისუფლება აფრთხილებდა საერთაშორისო საზოგადოებას მოსალოდნელ შედეგებზე. სამწუხაროდ, ეს გაფრთხილებები იგნორირებულ იქნა. ჩვენ, საქართველოში, კარგად გვესმის რა ფასად მოდის ომი.
შესაბამისად, ვიცით მშვიდობის ფასიც. სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის შესანარჩუნებლად ჩვენს ქვეყანაში. უკრაინის ომის დაწყებიდან, ჩვენ გავუძელით უზარმაზარ ზეწოლას როგორც გარედან, ისე შიგნიდან იმ ძალებისგან, ვისაც სურს, საქართველო კვლავ გადაიქცეს საბრძოლო პოლიგონად. ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ! მშვიდობის გზა ომის ნაცვლად და სტაბილურობა — ქაოსის ნაცვლად. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მშვიდობის მხარეს იდგება, მაგრამ მშვიდობა ყოველთვის მოწყვლადია, თუ მას სიმართლე არ იცავს. წლების განმავლობაში, გავლენიანმა საერთაშორისო მედიასაშუალებებმა კოორდინირებული შეტევები განახორციელეს საქართველოში, მათი სიცრუეზე აგებული ნარატივი მიზნად ისახავდა საქართველოს დასჯას იმისთვის, რომ ომში ჩართვაზე უარი ვთქვით, სუვერენიტეტი ავირჩიეთ და ეროვნული ინტერესები დავაყენეთ უპირველეს ყოვლისა,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით