ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების ჩატარებაზე, არჩევნები ჩატარდება გამართულად, არავის მისი რაიმე არსებითი ფორმით გაკრიტიკების საფუძველი არ ექნება – ირაკლი კობახიძე

ჩვენ კარგად მომზადებული ვხვდებით საპარლამენტო არჩევნებს, პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ არჩევნები ჩატარდება გამართულად, ისე, რომ არავის მისი რაიმე არსებითი ფორმით გაკრიტიკების საფუძველი არ ექნება, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების ჩატარებაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
როგორც ირაკლი მ აღნიშნა, კანონმდებლობა შეიცვალა ფუნდამენტურად, რაც პირდაპირ აისახება საარჩევნო პროცედურებზე.
„არჩევნების დღისთვის ფუნდამენტურად იცვლება პროცედურები, შემოდის ელექტრონული კენჭისყრის წესი. ამომრჩეველთა რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონული წესით და ასევე კენჭისყრა, ხმის დათვლა განხორციელდება ელექტრონული წესით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. გახსოვთ, იყო სერიოზული სირთულეები არჩევნების დღეს, მათ შორის იყო ადამიანური შეცდომები, დაუბალანსებელი ოქმები, ეს არის 30-წლიანი პრობლემა ჩვენი ქვეყნის საარჩევნო ისტორიაში. ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გვარდება იმის ხარჯზე, რომ შეიცვალა კანონმდებლობა, შემოდის ელექტრონული რეგისტრაცია და კენჭისყრა. ანუ, არჩევნების დღისთვის რაც იყო პრობლემური, თუ სასპეკულაციო საკითხი, ყველაფერი პრაქტიკულად ერთი ხელის მოსმით მოგვარდა იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებიც განხორციელდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ