ჩვენ ოპონენტებად ვაღიარებთ მათ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს – პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დებატებში ოპონენტებად იმათ განიხილავენ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს.
„ჩვენი მიზანი ის ხომ არ არის, კორიდა გაიმართოს, ყვირილი და ჩხუბი იყოს. უნდა იყოს საგნობრივი დისკუსია, განხილვა სიძულვილის, წივილ-კივილის და შეძახილების გარეშე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ფორმატი უზრუნველყოფდეს მსგავს გარემოს.
ჩვენ ოპონენტებად ვაღიარებთ მათ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს. ვინც კონსტიტუციურ წესრიგს არ აღიარებს, არ აღიარებს საქართველოს კონსტიტუციას და რა თქმა უნდა, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი დებატების მონაწილე ვიყოთ.
მათ შორის, ეს ეხება რადიკალური ოპოზიციის კუთვნილ მედიას, რომელიც დღემდე არ აღიარებს კონსტიტუციას, დემოკრატიას, ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, რადიკალური ოპოზიციის ეს ნაწილი და მისი ტელევიზიები უნდა დაუბრუნდნენ კონსტიტუციურ წესრიგს, აღიარონ კონსტიტუცია და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რომ განვიხილოთ ამგვარ პარტიულ მედიაში მონაწილეობა დებატებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ციხე არსებობს კრიმინალისთვის. ვინც ჩაიდენს კრიმინალს, ეს იქნება უფლებადამცველი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ყველას ადგილი უნდა იყოს იქ, რისთვისაც არის ციხე შექმნილი. ეს არის პრევენციაც… (ვიდეო)

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან