ჩვენ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთ სიაში არ ვიქნებით – ხაზარაძე

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას კატეგოროულად გამორიცხავს და ამბობს:
ჩვენ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთ სიაში არ ვიქნებით. ამას ძალიან მკაფიოდ ვამბობდით, ვამბობთ და გავიმეორებთ მომავალშიც. ვერანაირი არგუმენტი მე ვერ დამარწმუნებს, რომ ეს იქნება საჩუქარი “ოცნებისთვის”. ჩვენ არ ვართ “ნაციონალური მოძრაობა”, თუმცა დიდი სურვილი აქვს “ოცნებას”, რომ რამენაირად მიგვაწებოს ამასთან. ეს არ გამოუვათ, შესაბამისად, ალტერნატიულ ცენტრს ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. საკმაოდ საინტერესო საუბრები გვაქვს. ეს იქნება ცენტრი “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე”, – ამბობს ხაზარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა