ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ევროინტეგრაციის გზაზე, გამოვიჩენთ მოთმინებას, დაველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებებს და თანმიმდევრულად შევასრულებთ ყველა ვალდებულებას, რომელიც ეხება ჩვენი ევროინტეგრაციის დაჩქარებას

ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ევროინტეგრაციის გზაზე, გამოვიჩენთ მოთმინებას, დაველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებებს და თანმიმდევრულად შევასრულებთ ყველა ვალდებულებას, რომელიც ეხება ჩვენი ევროინტეგრაციის დაჩქარებას
ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტი – ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროპულ ბიუროკრატიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში 2030 წლისთვის შესრულებადი ამოცანაა.
„დღეს ჩვენ ვდგავართ ევროპულ ბიუროკრატიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე და მაინც, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება 2030 წლისთვის შესრულებადი ამოცანაა. ეს არის ჩვენი შუალედური მიზანი და ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ამ მიზნისკენ მიმავალ გზას. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო წლებში საქართველოს მიმართ მიდგომა უფრო სამართლიანი იქნება. ჩვენ კი ძალ-ღონეს არ დავიშურებთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე წინსვლისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია ევროკავშირთან ჯანსაღი ურთიერთობით და თუ ევროპული ბიუროკრატიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ შეიცვლება, ყველაფერი გამოსწორდება.
„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ევროკავშირთან ჯანსაღი ურთიერთობებით, რასაც ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამის მიზეზია არა საქართველოს პოლიტიკა, არამედ ევროპული ბიუროკრატიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ასე რომ, თუკი ეს პოლიტიკა შეიცვლება, ყველაფერი გამოსწორდება. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ევროინტეგრაციის გზაზე. მზად ვართ, თანმიმდევრულად შევასრულოთ ყველა ვალდებულება ასოცირების დღის წესრიგის, DCFTA-ის ფარგლებში. აქ საუბარია ძალიან მკაფიო დღის წესრიგზე. ჩვენ გამოვიჩენთ მოთმინებას, დაველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ასე, რომ ჩვენ უნდა ვიქონიოთ მოთმინება. ამავე დროს, ჩვენ თანმიმდევრულად შევასრულებთ ყველა ვალდებულებას, რომლებიც ეხება ჩვენი ევროინტეგრაციის დაჩქარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება