ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩვენ მონაწილეობა არ გვინდა - ჩვენ გვინდა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების დროს - ნინო ჩხობაძე პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე

”საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს” თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ პარლამენტში გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ ისინი სამუშაო ჯგუფების ფორმატში სამუშაოდ მზად არიან და, ამ საკითხთან დაკავშირებით, გარკვეულ შეთანხმებასაც მიაღწიეს.
მისი განმარტებით, არასამთავრობო სექტორს, არა მხოლოდ პროცესში მონაწილეობა, არამედ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა სურს.
"შევჯერდით, რომ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით იქნება საუბარი სამუშაო ჯგუფის ფორმატებში. ისედაც ხდება, მაგრამ, უფრო მეტი ჩართულობით უნდა იყოს საკომიტეტო, ღია განხილვები. შევთანხმდით, რომ ამ ფორმატშიც, დაახლოებით 2 კვირაში იქნება შეხვედრა, თუმცა ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ის ფორმატი, რომელიც სამოქალაქო სექტორმა შესთავაზა პარლამენტს, სამი კონფერენცია ჩავატარეთ და ჩვენ ვთხოვეთ, რომ ის ფორმატიც უნდა გაგრძელდეს. ჩვენ მონაწილეობა არ გვინდა - ჩვენ გვინდა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების დროს", - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.