ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ჩავატარეთ თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის

ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ჩავატარეთ თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის
ეს წელი იყო წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, გამოწვევებით სავსე იყო წლის დასაწყისი, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და ეს იყო თითოეული თქვენგანის ძალისხმევის შედეგი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის თქმით, წარმატებით ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის.
„წელს გვაქვს მთავრობის ბოლო სხდომა. შევაჯამოთ გასული ერთი წელიწადი, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ იყო წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. გამოწვევებით სავსე იყო წლის დასაწყისი, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და ეს იყო თითოეული თქვენგანის ძალისხმევის შედეგი.
ასევე წარმატებით ჩავატარეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის. ასევე სამწუხაროდ, ამ წელმაც არ ჩაიარა რევოლუციის მცდელობის გარეშე, თუმცა ყველამ ვნახეთ, რომ ამ ყველაფერს სახელმწიფო სათანადოდ, ეფექტიანად და ჰუმანურად გაუმკლავდა. ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს