ჩვენ მოვახერხეთ საქართველოში პოლარიზაციის შემცირება, თუმცა მოიფიქრეს ალტერნატიული ფორმები და მიჰყავთ ლიეტუვაში რადიკალი აქტივისტები პოლარიზაციის გასაღრმავებლად, შესაბამისი ტრენინგები ტარდება მათთვის, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია

ჩვენ მოვახერხეთ საქართველოში პოლარიზაციის შემცირება, თუმცა მოიფიქრეს ალტერნატიული ფორმები და მიჰყავთ ლიეტუვაში რადიკალი აქტივისტები პოლარიზაციის გასაღრმავებლად, შესაბამისი ტრენინგები ტარდება მათთვის, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია
ლიეტუვაში მიჰყავთ რადიკალი აქტივისტები პოლარიზაციის გასაღრმავებლად, შესაბამისი ტრენინგები ტარდება მათთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის შეფასებით, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი.
„დიფ სტეიტი” განსაკუთრებულად აქტიურად იყენებს დიდ ბრიტანეთს პოლარიზაციის გაღრმავებისთვის ჩვენს ქვეყანაში, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. ჩვენ მოვახერხეთ საქართველოში პოლარიზაციის შემცირება, პირველ რიგში, გამჭირვალობის კანონით, ე.წ. „ფარას“ კანონით, ასევე „გრანტების შესახებ“ კანონით.
პოლარიზაცია არის რადიკალურად შემცირებული იმიტომ, რომ ის ძალები, რომლებიც მანამდე გაუმჭვირვალედ აფინანსებდნენ საქართველოში პოლარიზაციის და სიძულვილის გაღვივებას, დღეს ასე თავისუფლად ვეღარ მოქმედებენ. თუმცა ხედავთ, რომ მოიფიქრეს რაღაც ალტერნატიული ფორმები და მიჰყავთ ლიეტუვაში რადიკალი აქტივისტები პოლარიზაციის გასაღრმავებლად, შესაბამისი ტრენინგები ტარდება მათთვის. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი. სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული ევროპული ძალები ასოცირდებიან საქართველოში სიძულვილის გაღვივების მცდელობასთან. ეს მართალაც შემაშფოთებელია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან