,,ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ომისთვის…” – ალიევი

ილჰამ ალიევი ამბობს, რომ აზერბაიჯანი ომისთვის უნდა მოემზადოს. ალიევის ამ განცხადებას წინ რუსი პროპაგანდისტების მუქარა უძღონდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობების გაუარესების ფონზე, შესაძლოა სამხრეთ კავკასიაში “ახალი სამხედრო ოპერაცია” გახდეს საჭირო.
,,ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ომისთვის ნებისმიერ დროს, რადგან მსოფლიოში მოვლენები ისე ვითარდება, რომ ხვალინდელი დღის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ჩვენი უსაფრთხოების გარანტია ჩვენვე ვართ, სახელმწიფო, ხალხი და ჩვენი შეიარაღებული ძალები. შესაბამისად, თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ აზერბაიჯანს თავს დაესხას, ის ამას აუცილებლად ინანებს”- ამბობს ალიევი.

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…