“ჩვენ მზად ვართ, ავაშენოთ უკრაინის მომავალი ევროკავშირის შიგნით” – კოშტა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ უკრაინაში მიმდინარე უსაფრთხოების სამიტზე განაცხადა:
ვერ იქნება წარმატებული მოლაპარაკებები და მარადიული სიმშვიდე უკრაინის და ევროკავშირის გარეშე. მხოლოდ უკრაინას შეუძლია გადაწყვიტოს, როდის დაახლოვდება პოზიციები და როდის დაიწყება სამშვიდობო მოლაპარაკებები. მშვიდობა არ უნდა იყოს სიმბოლურად ცეცხლის შეწყვეტა, ეს უნდა იყოს მყარი შეთანხმება. მხოლოდ, კონკრეტულ და ძლიერ უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ, სამართლიან და მარადიულ მშვიდობას უკრაინაში და ევროპაში. ჩვენ მზად ვართ, გავზარდოთ ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის. ჩვენ მზად ვართ, ავაშენოთ უკრაინის მომავალი ევროკავშირის შიგნით, – განაცხადა კოშტამ.
შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 3 წლისთავზე კიევში სამიტი იმართება, რომელსაც ევროპულ ქვეყნების ლიდერები ესწრებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს, ჯვარზე ტანჯულ მაცხოვარს არ დავიწყებია დედა, თავის მოწაფეს ეუბნება, აჰა დედა შენი, ანუ იზრენე დედაჩემზე, როგორც შენს დედაზეო