ჩვენ კი დიდი ხანია ვიცოდით ბიძინა ივანიშვილის მიმართ ავაზაკური რეკეტის შესახებ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარისგან ამის წამოცდენა თუ აღიარება ბევრად საინტერესოა

ჩვენ კი დიდი ხანია ვიცოდით ბიძინა ივანიშვილის მიმართ ავაზაკური რეკეტის შესახებ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარისგან ამის წამოცდენა თუ აღიარება ბევრად საინტერესოა
ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას სკანდალურ აღიარებას ეხმიანება, რომელმაც დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს „უნდა ესმოდეს, რომ ის ამ მილიარდ დოლარს დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას, საქართველოს დააბრუნებს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე და ამ ქვეყანას დაუბრუნებს სიმშვიდეს“.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილს ვერც მუქარით, ვერც მანიპულაციებით და ვერც შანტაჟით ვერ შეაშინებ.
„აღიარებაც არის და აღიარებაც. ჩვენ კი დიდი ხანია ვიცოდით ბიძინა ივანიშვილის მიმართ ავაზაკური რეკეტის შესახებ, მაგრამ ნაცმოძრაობის თავჯდომარისგან ამის წამოცდენა თუ აღიარება ბევრად საინტერესოა.
ე.ი. რა გამოდის, შანტაჟი? აშანტაჟებენ უდანაშაულო ადამიანს, რაშიც აქაური აგენტურაც ჩართულია? ნუთუ ამდენი ხანი ვერ უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ვერც მუქარით, ვერც მანიპულაციებით და ვერც შანტაჟით ვერ შეაშინებ.
სამშობლო ფულში არ იცვლება!“ – წერს ფოჩხუა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა